რაბათის ციხე
ტურის შესაახებ
რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე.
რაბათის ციხე-კომპლექსი დღესდღეისობით რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.
ისტორია
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ღირებულებაში შედის/არ შედის
დამატებითი კომფორტი
WIFI უფასო ინტერნეტი
ავტომობილის პარკინგი
ბარათით გადახდა
მოწევა დაშვებულია
რესტორანი
სამრეცხაო მომსახურება
წინასწარი დაჯავშნა